დასახელება:
საწარმოს ტექნიკური სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ელთიბი
|
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 22 დეკემბერი
|
კომპანია "ელთიბი" აცხადებს მიღებას საწარმოს ტექნიკური სპეციალისტის თანამდებობაზე.
კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს ავეჯის მასალების იმპორტიორ ლიდერ კომპანიას. კომპანია "ელთიბი"-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მანქანა-დანადგარების უწყვეტად და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** კომპანიის მიერ დადგენილ ვადებში, შესაბამის მანქანა-დანადგარებზე ტექნიკური აუდიტის ჩატარება;
** დანადგარების სწორი ექსპლუატაციის პირობების დაცვა;
** დანადგარების და ინვენტარის ტექნიკური მომსახურება დადგენილი წესების მიხედვით;
** საწარმოში წარმოდგენილი ყველა მანქანა-დანადგარის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** დანადგარისთვის საჭირო ცვეთადი ნაწილების მარაგების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნის დაფიქსირება;
** საწარმოო სერვისების განვითარების მიზნით სიახლეების დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
** საჭიროების შემთხვევაში საწარმოს სხვა პროცესებში ჩართულობა.
კომპანია გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off)
** თიმ ბილდინგი.
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს თანამდებობაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა.
სამუშაო გრაფიკი: 5 დღე, 08:00-დან 17:00-მდე.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწარმოს ტექნიკური სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კომპანია "ელთიბი"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ელთიბის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
"ელთიბი" - კომპანია, სადაც შენი შესაძლებლობები ყოველდღე იცვლება!
|
|
|
|