Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ფუდ მენეჯმენტ გრუპი
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / ბოლო ვადა: 22 დეკემბერი
შპს "Food Management Group" 2012 წლიდან აწარმოებს და რეალიზაციას უწევს საკვებ პროდუქტებს. კომპანიას აქვს კორპორატიული კვების, ფურშეტების, ქეიტერინგის მიმართულებები და დღეისთვის, კვების მენეჯმენტის მხრივ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, საქართველოს ბაზარზე. Food Management Group 100-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. წამყვანი მენეჯერების მრავალწლიანი გამოცდილებისა და პროფესიონალთა ჯგუფის დახმარებით კომპანია ყოველწლიურად იზრდება და ნერგავს ქეითერინგის სტანდარტს.

შპს "Food Management Group" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული;
ადგილმდებარეობა: თბილისი, თორნიკე ერისთავის 5;
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება და ბონუსი;

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების პორტფელის შექმნა, მართვა და შენარჩუნება;
** პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთვის კომპანიის პროდუქტების შეთავაზება;
** პოტენციური კლიენტების ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განვითარება;
** არსებული კლიენტების შენარჩუნება და მათთვის შესაბამისი სერვისების შეთავაზება;
** გაყიდვებთან დაკავშირებული პროცესების მართვა;
** დადგენილი გაყიდვების გეგმის შესრულება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე დარგებში
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება გაყიდვების ან event management-ის მიმართულებით.
** გაყიდვების ტექნიკების, მომხმარებელთა ქცევისა და მოლაპარაკებების უნარები
** ძლიერი ნეთვორქინგი და პარტნიორული ურთიერთობების მართვის უნარები
** კარგი კომუნიკაციის და კლიენტთან მოპყრობის უნარები
** გუნდური მუშაობა და ლიდერობის უნარები
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარები
** სრულად იცოდეს პროდუქტის ასორტიმენტი და ფასდაკლებები
** უნარი, მოახდინოს პროდუქციის პოზიციონირება, მარკეტინგი და გაყიდვები

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ ანაზღაურებას
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
** სამედიცინო დაზღვევას
** კვების უზრუნველყოფას
** ფიტპასი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ბმულზე: https://wrk.ge/Tz1uWI2l75

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული:

FMG - Facebook გვერდი
FMG - Instagram გვერდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე