Робота для біженців з України
მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე
მომწოდებელი: მიჰაუსი
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / ბოლო ვადა: 22 დეკემბერი
სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი "მიჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: ვაზისუბანი
ანაზღაურება: 900-1000 ლარი
გრაფიკი: მცოცავი გრაფიკი (კვირაში 40 სამუშაო საათი)

დღის განმავლობაში თქვენი საქმე იქნება:

** მომხმარებლისთვის საუკეთესო სერვისის შეთავაზება, სწრაფი და ეფექტური მომსახურება;
** სასიამოვნო გარემოს შექმნა როგორც გუნდის წევრებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წესების სრული დაცვით წარმოება;
** შეკვეთების სისტემური ფორმირება;
** პროდუქციის რეალიზაცია და საჭიროების შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების ატვირთვა;
** სამუშაო სივრცის სისუფთავე და მოწესრიგებულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ჩვენთვის ნებისმიერი განათლება მისაღებია;
** მსგავსი ტიპის ჰიპერმარკეტში მუშაობის გამოცდილება;
** 1c პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პრეზენტაბელურობა და ორგანიზებულობა;
** აქტიურობა და სისწრაფე;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
** განვითარებაზე კონცენტრირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ძალიან მეგობრულ, საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს;
** სტაჟის დანამატს - ყოველი სამუშაო წლის ბოლოს 200 ლარის ოდენობით;
** სასაჩუქრე ვაუჩერებს - 150 ლარის ოდენობით;
** ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ორმაგად ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის სრული დაფინანსებით;
** Fit-pass-ს.

"მიჰაუსი" - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია. ჩვენთან შეხვდებით 60, 000 -მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. "მიჰაუსი" მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოს და ორიგინალურ კონცეფციას, ფართო სპექტრის ასორტიმენტს, ცნობად და მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შოურუმში, პროდუქციის მისაღებ ფასს.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** შესაბამის ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (პორტფოლიო სასურველია) აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: hr@mihouse.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე