დასახელება:
ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
ღია გული
|
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 22 დეკემბერი
|
შპს "ღია გული - საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კლინიკური სტანდარტების და შიდა პროტოკოლების დანერგვაში მონაწილეობის მიღება.
მიმართულების სამედიცინო საქმიანობის წარმართვა სტანდარტების, სამედიცინო გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით;
** პაციენტის სამედიცინო ანამნეზთან და წინასწარ დიაგნოზთან შესაბამისი ინსტრუმენტულ- ლაბორატორიული კვლევების განსაზღვრა/ჩატარების უზრუნველყოფა;
** პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მეთვალყურეობა/მონიტორინგი, შეფასება და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის სქემაში ცვლილებების შეტანა;
** კომპეტენციაში შემავალი სამედიცინო და არასამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება მოქმედი მარეგულირებელი აქტების, გაიდლაინების/პროტოკოლების და სტანდარტების მიხედვით.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლის გამოცდილება;
** აუცილებელია საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მომხმარებელზე/სერვისზე ორიენტირება;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ინოვაციურობა/სიახლეებზე ორიენტაცია.
სამუშაო გრაფიკი: დღის (ორშაბათი-პარასკევი, 9:00 საათიდან 17:00 საათამდე)
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოაგზავნონ CV ელ. ფოსტაზე: hr.openheart@gmail.com და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 22 დეკემბერი.
კლინიკის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://openheart.ge/
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
|
|
|
|