Робота для біженців з України
ეკონომიკური ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ეკონომიკური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
"საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება" არის უფლებადამცავი ორგანიზაცია, რომელიც იცავს დასაქმებულთა შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ სამართლებრივ და პროფესიულ ინტერესებს სამართალწარმოების, ცნობიერების ამაღლების, მონიტორინგის, კვლევისა და სამართალშემოქმედებით ინიციატივებში მონაწილეობის გზით.

სამუშაო ადგილი: თბილისი
ვაკანტური ადგილი: ეკონომიკური ანალიტიკოსი
სამუშაოს ხანგრძლივობა: 1 წელი მათ შორის 6 თვე გამოსაცდელი
ანაზღაურების ოდენობა: შეთანხმებით
სამუშაოს დატვირთულობა: 100%

სამუშაოს აღწერილობა:

** შრომის ბაზრისა და სოციალური პოლიტიკის ანალიზი;
** სტატისტიკური ან ეკონომიკური ანალიტიკური კვლევებისა და დასკვნების მომზადებაში მონაწილეობა;
** კანონპროექტების, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მომზადებაში მონაწილეობა;
** სხვადასხვა უწყებიდან/ორგანიზაციიდან მიღებულ დოკუმენტებზე კომენტარებისა და მოსაზრებების დამუშავება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ან ფინანსების ან სტატისტიკის მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება ანალიტიკური ან შრომის ეკონომიკის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** ანალიტიკური ანგარიშების მომზადების უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@gtuc.ge არაუგვიანეს 2024 წლის 13 დეკემბრამდე. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგნის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. გასაუბრებაზე მოიწვევიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე