Робота для біженців з України
გუნდის წევრი - გოთუა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გუნდის წევრი
მომწოდებელი: McDonald’s Georgia
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / ბოლო ვადა: 22 დეკემბერი
მაკდონალდს საქართველო აცხადებს ვაკანსიას გუნდის წევრის პოზიციაზე.

გახდი გამორჩეული გუნდის წევრი და იზრუნე შენს კარიერულ ზრდაზე.

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო განაკვეთი: მოქნილი გრაფიკი, რომელიც მორგებულია ინდივიდუალურად შენზე.
** ადგილმდებარეობა: თბილისი, გოთუას 7 ნომერი.
** ანაზღაურება: საათობრივია და შესაბამისად ოდენობა დამოკიდებულია თვის ჭრილში ნამუშევარ საათების რაოდენობაზე;
** სრული სამუშაო განაკვეთის შემთხვევაში შეადგენს 1000 ₾;
** ანაზღაურება მზარდია შიდა პოლიტიკით გაწერილი კრიტერიუმების შესაბამისად, პირველი ზრდა მუშაობის დაწყებიდან სამ თვეში მოხდება;
** ღამის ცვლაში მუშაობის შემთხვევაში გაზრდილი საათობრივი ტარიფი;

ბონუსი: წელიწადში ორჯერ, შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის მიხედვით.

** იმუშავე სასიამოვნო გარემოსა და მეგობრულ გუნდში;
** შეიქმენი პირადი შემოსავლის წყარო;
** მიიღე გამოცდილება სტაბილურ, საერთაშორისო კომპანიაში;
** იმუშავე შენზე მორგებული გრაფიკით.

რას გთავაზობს მაკდონალდსი? დაწინაურების შესაძლებლობა 6 თვეში ერთხელ

გუნდის წევრი ინსტრუქტორი მენეჯერი:

** 70% ფასდაკლება მაკდონალდსის პროდუქციაზე;
** მაქსიმალური ხელშეწყობა სამუშაო განრიგის შედგენისას, რომლის საშუალებითაც შეძლებთ სწავლისა და მუშაობის მარტივად შეთავსებას;
** ინდივიდუალური მიღწევების მასტიმულირებელი პროგრამები - თვის/წლის საუკეთესო თანამშრომელი, თვის/წლის სადგურის საუკეთესო თანამშრომელი, თანამშრომელთა დაბადების დღის პროგრამა, ბიზნეს პარტნიორის აღიარების პროგრამა;
** გუნდური მიღწევების მასტიმულირებელი პროგრამები -გუნდის საღამოები, შიდა გუნდური კონკურსები, ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მასტიმულირებელი სპორტული ღონისძიება, ექსკურსია და სხვა;
** შიდა ტრენინგები.

ინფორმაცია მთავარი მოთხოვნებისა და გუნდის წევრის პოზიციის ვალდებულებების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს კარიერის გვერდზე.

შეავსე ანკეტა შემდეგ მისამართზე: CAREERS.MCDONALDS.GE
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე