დასახელება:
კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
New Yorker
|
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 22 დეკემბერი
|
ევროპის ერთ-ერთ უდიდეს მოდის ბიზნესს "NewYorker"-ს აქვს 1000-ზე მეტი მაღაზია 40 ქვეყანაში, 1971 წელს ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქ ფლენსბურგში გაიხსნა პირველი ფილიალი, რომლის შემდეგ NewYorker-ს არასოდეს დაუხევია უკან.
სამომავლო მიზნობრივი ინვესტიციებით საქართველოს ბაზარზე NewYorker- ის პირველი ფილიალი 2013 წელს გამოჩნდა Tbilisi Mall-ის სავაჭრო ცენტრში, შემდეგ 2015 წელს East Point, 2017 წელს Galleria Tbilisi, 2019 წელს City Mall Saburtalo, 2019 წელს ბათუმში Metro City Mall, 2024 წელს City Mall Gldani.
საქართველოში "NewYorker"-მა შექმნა არა მხოლოდ ახალი სამუშაო ადგილები, არამედ ჩამოყალიბდა ერთ-ერთ პირველ კომპანიად მოდის ბიზნესში.
"NewYorker" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე თბილისის ფილიალებში
მოთხოვნები: მსგავს ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება
უნარ-ჩვევები:
** აქტიურ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური, თავაზიანი, დეტალებზე ორიენტირებული
ფუნქცია-მოვალეობები:
** სამუშაო სექციის მომზადება და სამუშაო ზონის მუდმივ გამართულობაზე ზრუნვა;
** ფილიალის გაყიდვების, შიდა ფასდაკლებების/აქციებისა და სხვადასხვა შიდა პროცედურის ცოდნა;
** მომხმარებლის თითოეულ თხოვნაზე ოპერატიული რეაგირება და მათთვის საუკეთესო სერვისის შეთავაზება
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 5-დღიანი, 2 დღე დასვენება;
** ხელფასი: ფიქსირებული + ბონუსი
ჩვენ გთავაზობთ:
** შესაძლებლობას ითამაშო მნიშვნელოვანი როლი სწრაფად მზარდ ბიზნეს კომპანიაში;
** კონკურენტულ ხელფასს;
** ფასდაკლებებს პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, შემდეგ მისამართზე: paneuropeanfashiongroup@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების კონსულტანტი" და თქვენთვის სასურველი ფილიალი.
CV-ს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ ის თანახმაა, მის CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს პერსონალის შერჩევის მიზნებისთვის.
|
|
|
|