დასახელება:
საუზმის მზარეული
|
მომწოდებელი:
მონტესორის ადრეული განვითარების ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 22 დეკემბერი
|
ჩვენი საბავშვო "მონტესორის დღის ცენტრი" ეძებს პასუხისმგებლობიან და მოტივირებულ თანამშრომელს საუზმის მზარეულის პოზიციაზე, რომელიც უზრუნველყოს ბავშვებისთვის მაღალი ხარისხის, ჯანსაღი და გემრიელი საკვების მომზადება.
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი განაკვეთი, დილის საათები, რაც ადრე მით უკეთესი
კვირის დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, კვირაში 20-25 საათი
ანაზღაურება: დღეში 45 ლარი ან ფიქსირებული 850 ლარი (ხელზე ასაღები)
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალო, ოდესის ქუჩა 7
ძირითადი მოვალეობები:
** საუზმისა და საღამოს ხამსის მომზადება;
** სამზარეულოს ინვენტარისა და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
** სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
** სამზარეულოს დანადგარებისა და აღჭურვილობის მონიტორინგი და გამართულობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება (სასურველია);
** კვების ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა;
** პროფესიონალურ სამზარეულოს ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობიანი და ორგანიზებული;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** ყურადღებიანი დეტალებისადმი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტის მისამართზე: info@montessori-elc.ge. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|