Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=598851&print=yes&view=jobs
 
სერვისის კონტროლერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის კონტროლერი
მომწოდებელი: ჯი თი გრუპი
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / ბოლო ვადა: 22 დეკემბერი
კომპანია "ჯი-თი გრუპ" აცხადებს ვაკანსიას ავტობუსების სერვისში - სერვისის კონტროლერის პოზიციაზე გაყიდვების შემდგომი მომსახურების დეპარტამენტში:

"ჯი-თი გრუპ"-ი ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ გვერდს: https://gtgroup.ge

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, სულხან-საბა ორბელიანის # 26;
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი - 10:00 - 18:00 სთ;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
** სერვისის პროცესების ცოდნა და გამოცდილება;
** პროდუქტის ცოდნა (რემონტი, ნაწილები, პროცესები და ა.შ.) და საერთო საავტომობილო სფეროს ცოდნა;
** სასურველია სათადარიგო ნაწილების კატალოგთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე;
** MS Office - ის მაღალ დონეზე ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** 5S სისტემის გამართვა და შესრულების კონტროლი;
** სერვისში შემოსული ტექნიკის მისაღებად სივრცის გამოყოფა/გათავისუფლება;
** ტექნიკოსებისთვის სამუშაოს ეფექტური გადანაწილება;
** სამუშაო დავალების დროის დაწყების, შეჩერების და დასრულების კონტროლი;
** PDI-ს შესრულებაზე და ხარისხზე მონიტორინგი;
** სამუშაო დავალების აღწერილობის სისწორის კონტროლი;
** სერვისში შემოსული სატრანსპორტო საშუალების მომსახურების დროისა და საჭირო მასალების განსაზღვრა;
** დაზიანების და შეკეთების ამსახველი სურათების, კომპიუტერული ამონარიდების, ვიდეოების და სხვა საჭირო მასალის შექმნა და მიწოდება მიმღებისთვის, ბარათის ნომრის დაფიქსირებით;
** საგარანტიოდ შეცვლილი დეტალების მარკირება და საგარანტიო ოთახში განთავსება;
** შეკეთებისთვის საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის მოძიება და ტექნიკოსებისთვის გაზიარება;
** გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების სიის კონტროლი და ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
** სერვისისთვის საჭირო სახარჯი მასალების მარაგების კონტროლი;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვის უნარი;
** დროს სწორად მართვის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtgroup.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

"გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ჯი-თი გრუპ"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია