დასახელება:
მოლარე
|
მომწოდებელი:
I City
|
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 22 დეკემბერი
|
კომპანია apple-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, მაღაზიათა ქსელი "Icity" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:30 - 20:30, დასვენება - 2 დღე;
** შესვენება: დღეში ორჯერ;
** კარიერული წინსვლის პერსპექტივა;
** კორპორატიული დაზღვევა;
** მეგობრული გუნდი;
** ანაზღაურება განიხილება ინდივიდუალურად.
თვისებები:
** ენერგიული და აქტიური, გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** აუცილებელი მოთხოვნა - სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
** გამართული მეტყველების უნარი.
მოვალეობები:
** მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროებების დადგენა;
** მომხმარებლისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება.
CV ფოტოსურათით გამოაგზავნეთ მისამართზე: jobs@icity.ge
სათაურის ველში მიუთითოთ "მოლარე თბილისში", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. რეზიუმეების შენახვის მაქსიმალური ვადა არის 2 წელი. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|