Робота для біженців з України
უძრავი ქონების გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: Hill City
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / ბოლო ვადა: 22 დეკემბერი
კომპანია "Hill City" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე/საბურთალო
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 11:00 -დან 19:00 საათამდე;

პოზიციის მიზანია გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლებისათვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა.

მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სულ მცირე 2 წელი (პრიორიტეტი მიენიჭება უძრავი ქონების მიმართულებით გამოცდილებას)
** უმაღლესი განათლება.
** ენების ცოდნა: ქართული - სრულყოფილად, რუსული, ინგლისური - სასურველია სასაუბრო დონეზე;

ფუნქციები:

** კლიენტებთან სატელეფონო და წერილობითი სახით კომუნიკაცია - პროდუქტის შეთავაზება.
** კომპანიის გაყიდვების ქსელის გაფართოება.
** გასაყიდი ქონების საკუთარი ბაზის ფორმირება და მართვა
** მომხმარებელთა საკუთარი ბაზის ფორმირება და მართვა.
** დაინტერესებული მომხმარებლისთვის გასაყიდი ქონების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება და ადგილზე ჩვენება.

აუცილებელი უნარები:

** ურთიერთობის სწრაფად და მარტივად დამყარების უნარი (კომუნიკაბელურობა)
** მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება);
** ინიციატივის გამოჩენის უნარი
** გაყიდვების უნარი (დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაცია)
** გამართულად მეტყველების და წერის უნარი
** დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** მიზანსწრაფული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული
** გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ
** ორგანიზებულობა, პრეზენტაბელობა, პუნქტუალურობა.
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად:

** CV-ის განხილვა
** გასაუბრება.

ანაზღაურება:

** სახელფასო ზღვარი 2000 - 10000 ლარი (სრულად გამომუშავებით, დამოკიდებულია აქტიურობასა და შრომისმოყვარეობაზე) განისაზღვრება გაყიდული უძრავი ქონებიდან კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლის 40%-60%-ით

სტაჟირება: ორი კვირა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტო-სურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hillcity.sales@gmail.com და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე