დასახელება:
სოციალური მედია/მარკეტინგის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
Hill City
|
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 22 დეკემბერი
|
კომპანია "Hill City" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედია/მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე/საბურთალო
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 11:00 -დან 19:00 საათამდე;
პოზიციის მიზანია გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება; (სასურველია მარკეტინგის მიმართულებით);
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე და გრაფიკული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა: (Photoshop, illustrator, Facebook Ads Manager, Google Ads,);
** ინგლისური ენის ცოდნა B1 და ზემოთ დონეზე.
ფუნქციები:
** კომპანიის სოციალური მედიის მართვა და განვითარება;
** ციფრული მედია არხების (Facebook, Instagram, Youtube, Telegram, Tiktok,) განვითარების სტრატეგიის შემუშავება,
** სოციალურ ქსელებში ბრენდის ცნობადობის გაზრდა;
** კომპანიის გაყიდვების ქსელის გაფართოება.
** ბაზრის კვლევა და ანალიზი, მიზნობრივი კატეგორიებისა და კონკურენტების შესწავლა;
** სოციალური მედიასა და კომპანიის სხვა საკომუნიკაციო არხებზე კონტენტის შემუშავება, განთავსება და კოორდინირება;
** პრეზენტაციების, ბეჭდური საკომუნიკაციო მასალების და კომერციული წინადადებების მომზადება
** სოციალური მედია კამპანიის დაგეგმვა, რეკლამის ბიუჯეტირება და განხორციელება;.
** არსებული და პოტენციური მომხმარებლების ანალიზი;
** Facebook მომხმარებლებისთვის პასუხის გაცემა და რეპორტინგი.
აუცილებელი უნარები:
** ინიციატივის გამოჩენის უნარი
** გაყიდვების უნარი (დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაცია)
** გამართულად მეტყველების და წერის უნარი
** მიზანსწრაფული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული
** გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ
** ორგანიზებულობა, პრეზენტაბელობა, პუნქტუალურობა.
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად:
** CV-ის განხილვა
** გასაუბრება.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 500-1500 ლარი +ბონუსი
სტაჟირება: ორი კვირა
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტო-სურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hillcity.sales@gmail.com და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სოციალური მედია/მარკეტინგის სპეციალისტი".
|
|
|
|