Робота для біженців з України
ფილიალის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: წერტი
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
"წერტი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია წერტი დაარსდა 2019 წელს და ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელია ისეთი პროდუქტების მიმართულებით, როგორიცაა - ნედლი ხორცი, რძის პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული და სხვა. დღეისათვის წერტი აერთიანებს 4 ფილიალში დასაქმებულ 120 თანამშრომელს.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი;
** მდებარეობა: თბილისი
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ფინანსდება კომპანიის მიერ)

ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო დარბაზის კონსულტანტებსა და მომხმარებლებს შორის გამართული კოორდინაციის უზრუნველყოფა;
** მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** პროდუქციის ასორტიმენტის და მარაგების უწყვეტობის მუდმივი კონტროლი;
** დარბაზში განთავსებული პროდუქციის განლაგებაზე ზრუნვა;
** კომპანიის პროდუქციისა და მომსახურების შესახებ მომხმარებლის ინფორმირების უზრუნველყოფა;
** ფასმაჩვენებლების გამზადება და პროდუქტებზე განთავსება;
** შეთანხმებული ფასთაცვლილების დარბაზში ოპერატიულად ასახვა;
** კომპანიაში დაგეგმილი ცვლილებებისა და პროექტების შესახებ დაქვემდებარებული თანამშრომლების დროული ინფორმირება;
** მომხმარებლებთან დაფიქსირებული ხარვეზების შესახებ შესაბამისი პირების ინფორმირება და მათ გამოსწორებაზე მუშაობა;
** თანამშრომელთა სამუშაო ადგილზე გამოცხადების კონტროლი;
** გრაფიკების შედგენა დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის;
** წინასწარ განსაზღვრული დროის შესაბამისად კონსულტანტებისა და სხვა თანამშრომლების შესვენებაზე გასვლისა და დაბრუნების კონტროლი;
** კონსულტაციების გაწევა მომხმარებლისთვის, საჭიროებისამებრ;
** სავაჭრო დარბაზში სისუფთავისა და სანიტარულ ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი;
** სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღწერაში მონაწილეობის მიღება;
** ვიზუალურად მოწესრიგებული არსებული სტანდარტის შესაბამისად გამოცხადება სამუშაო ცვლის დასაწყისში;
** გაწეული სამუშაოს შესახებ მიმდინარე ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
** უშუალო ხელმძღვანელებისაგან მიღებული დავალებების პირნათლად შესრულება;
** წინამდებარე სამუშაოს აღწერილობის, მოქმედი ინსტრუქციებისა და კომპანიის შინაგანაწესის შესრულება და დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება, ორგანიზებულობა და ლიდერული თვისებები;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tserti.ge 2024 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

* თქვენ მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში, შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება 6 თვის ვადით.

მადლობას გიხდით ჩვენი კომპანიით დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე