დასახელება:
იმპორტის და საბაჟოსთან ურთიერთობის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ბელორუსული სახლი
|
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
|
სუპერმარკეტების ქსელი "ბელორუსული სახლი" აცხადებს ვაკანსიას იმპორტის და საბაჟოსთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო საათები: კვირაში 5 დღე, 10:00-18:00
ანაზღაურება: 3000 ლარი
ძირითადი ფუნქციები:
** საბაჟო კონტროლისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება და პროცედურების კონტროლი;
** საერთაშორისო შესყიდვებთან, ტრანსპორტირებასთან, ლოგისტიკასთან და საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული პროცესების მართვა;
** შემოსავლების სამსახურის პორტალზე (RS.GE) საბაჟო და სანებართვო პროცედურების წარმოება;
** პროდუქციის იმპორტის, ექსპორტის, დასაწყობებისა და რეექსპორტისთვის საჭირო საბაჟო პროცედურების განხორციელება;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე, შესყიდვების/იმპორტის სრული ციკლის შეუფერხებლად დაგეგმვა/ორგანიზება;
** მომწოდებლების საერთაშორისო ბაზრის კვლევა, შესასყიდი პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი შესწავლა და ანალიზი; ფასების ანალიტიკა და ოპტიმიზაცია;
** სასაწყობე ნაშთების მაჩვენებლების მიხედვით პროდუქციის შეკვეთების წინასწარი განსაზღვრა;
** უცხოელ მომწოდებლებთან წერილობითი და სატელეფონო კომუნიკაცია;
** შესყიდვების პროცედურების განხორციელება;
** შესყიდული პროდუქციის დოკუმენტაციის კონტროლი;
** მარაგების სწორი შესყიდვა, რომ არ შეიქმნას მარაგების დეფიციტი ან სიჭარბე;
** მაღაზიის შეკვეთების კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: hr@mercure.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "იმპორტის და საბაჟოსთან ურთიერთობის მენეჯერი".
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 533 33 13 88
|
|
|
|