დასახელება:
მიწოდების კურიერი
|
მომწოდებელი:
Citrus.ge
|
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
|
"Citrus.ge" - ქართული ინოვაციური პროექტია, რომლის მთავარი მიზანი ქართველი მომხმარებლისთვის მათ სურვილებზე მორგებული ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობის სასიამოვნო გამოცდილების შექმნა და ონლაინ შოპინგის მარტივი პროცესის ორგანიზებაა. Citrus.ge - ზე ხელმისაწვდომია 40 000 - ზე მეტი დასახელების უნიკალური პროდუქტი, 300 პარტნიორი კომპანიისგან.
კომპანია "ციტრუსი" აცხადებს ვაკანსიას მიწოდების კურიერისპოზიციაზე.
რისი კეთება მოგიწევს
** შეკვეთების მიწოდება მომხმარებლებთან წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციებზე;
** მომხმარებლებთან ნივთების ჩაბარებისას შესაბამისი ანგარიშსწორების უზრუნველყოფა (ნაღდი/უნაღდო);
** მომხმარებლებისგან ნივთების წამოღება და საწყობში ტრანსპორტირება შესაბამისი საბუთის საფუძველზე;
** ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ხელმძღვანელთან რეპორტინგი: ჩეკების ამოღება, შესაბამისი დოკუმენტაციის შევსება.
** დღის ნავაჭრი თანხის კომპანიის ანგარიშზე შეტანა.
რისი ცოდნა დაგჭირდება
** მართვის მოწმობის B კატეგორია;
** მანქანის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა.
საჭირო უნარები
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და საქმისადმი ერთგულება;
** პრობლემების გადაჭრის უნარი.
სამუშო პირობები
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-შაბათი 10:15 საათიდან 19:00 საათამდე, დასვენების დღე - კვირა
** ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ლარი (ხელზე ასაღები) და ბონუსი (საშუალო ხელფასი ჯამში 1500- 2000)
ჩვენ ასევე გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით;
** სამუშაო გარემოს, სადაც შესაძლებლობები ყველა თანამშრომლისათვის თანაბარია;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: join@crocoshop.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "მიწოდების კურიერი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრების ეტაპისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ - https://www.citrus.ge
თქვენს მიერ რეზიუმეს გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. ანიჭებთ შპს ციტრუსს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;
"ციტრუსი" კანდიდატთა შერჩევას ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|