Робота для біженців з України
ბიზნესპრესნიუსის ადმინისტრატორ-ჟურნალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნესპრესნიუსის ადმინისტრატორ-ჟურნალისტი
მომწოდებელი: ნიუსრუმი
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი / ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
"პალიტრა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანია "ნიუსრუმი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნესპრესნიუსის ადმინისტრატორ-ჟურნალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ვებ-გვერდის ადმინისტრირება;
** ვებ-გვერდისთვის საინტერესო მასალების მომზადება, ვებ-გვერდზე განთავსება და ფეისბუქით გავრცელება;
** ვებ-გვერდის განვითარებაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ჟურნალისტიკის ან ეკონომიკის მიმართულებით;
** ონლაინ მედიაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა;
** სასურველია ვებ-გვერდის ადმინისტრირების და სტატიების წერის მიმართულებით გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებული;
** კომუნიკაბელური;
** ტექნიკური პროგრამების ადვილად ათვისების უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სამშაბათი-პარასკევი 16:00-დან 00:00-მდე, შაბათი 10:00-დან 18:00-მდე.
ადგილმდებარეობა: თ. იოსებიძის ქუჩა #49;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 21 დეკემბერი, 2024.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე