დასახელება:
Front-end დეველოპმენტის მასწავლებელი
|
მომწოდებელი:
ამერიკული საერთაშორისო სკოლა
|
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
|
ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესი" აცხადებს ვაკანსიას Front-end დეველოპმენტის მასწავლებლის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.
ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესი" ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს სამ უმსხვილეს კამპუსს ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. "პროგრესი" 2002 წელს დაარსდა და ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: სახელმწიფო და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს - "College Board"-ის მიერ. "პროგრესს" ასევე მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია "Advanced, " ამერიკული სკოლების მაკრედიტირებელი ორგანოს მიერ. ეს ყოველივე "პროგრესს" ანიჭებს ოფიციალურ უფლებამოსილებას ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში ამავდროულად ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სკოლის პერიოდშივე აქვთ საშუალება, მოემზადონ ამერიკული წინასაუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და ჩააბარონ საგნობრივი AP გამოცდები, რომელიც საერთაშორისო უნივერსიტეტებში აღიარებულია კრედიტებად!
მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა, მათი მუდმივი განვითარება სწავლის პროცესში დასავლური სტანდარტების ინტეგრირებითა და ამერიკის უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობა ბრენდის მთავარი და უწყვეტი მისიაა!
დეტალური ინფორმაცია პროგრესის საქმიანობის შესახებ, იხილეთ: http://americanacademyprogress.edu.ge/
თანამდებობის დასახელება: " Front-end დეველოპმენტის" მასწავლებელი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ.ბათუმი, ვ.შამილაძის N30.
გრაფიკი: სრული (40 - საათიანი სამუშაო კვირა)
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შექმნას ვებგვერდის მომხმარებლის ინტერფეისი;
** შექმნას ინტერაქტიური ვებგვერდი;
** განახორციელოს ვებგვერდის ოპტიმიზაცია;
** განახორციელოს ვებპროექტის ვერსიების კონტროლი;
** უზრუნველყოს საკუთარი პროფესიული განვითარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ პროფესიული კვალიფიკაცია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ან მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ვებტექნოლოგიების მიმართულებით, რომელიც დაადასტურებს რომ კონკურსანტს აქვს ქვემოთ ჩამოთვლილი ცოდნა და უნარებიდან მინიმუმ ერთი.
დამატებით საჭირო კომპეტენციები:
** პროფესიული განათლების მასწავლებელს მოეთხოვება გამოუმუშაოს პროფესიულ სტუდენტს ზემოთ ჩამოთვლილი კომპეტენციებიდან მინიმუმ ერთი. კონკურსანტს მოთხოვნის შემთხვევაში მიეწოდება შესაბამისი მოდულები, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია პროფესიული სტუდენტის სწავლება და შეფასება.
უპირატესობა მიენიჭება საგანმანათლებლო გარემოში და მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა საკუთარი რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrbatumi@schoolprogress.ge
Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "Front-end დეველოპმენტის" მასწავლებელი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 10 დეკემბრამდე.
ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.
თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.
სკოლა "პროგრესი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|