Робота для біженців з України
ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: სოკარ ენერჯი ჯორჯია
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი / ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
შპს "სოკარ ენერჯი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30
ანაზღაურება: 1840 NET
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორაციული ნომერი, საწვავზე ფასდაკლების ბარათი.

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოშობილი ხარვეზების ლოკალური ან დისტანციური დიაგნოსტიკა და მათი აღმოფხვრა;
** კლიენტების კონსულტაცია ტექნიკური საკითხების შესახებ;
** მომხმარებლის პროგრამული უზრუნველყოფა და კონფიგურაცია ორგანიზაციის პოლიტიკის გათვალისწინებით;
** პერიფერიული მოწყობილობის დაყენება (პრინტერები / სკანერები);
** პერსონალური კომპიუტერისა და ნოუთბუქების ფიზიკური დიაგნოსტიკა;

დამატებითი მოთხოვნები:

** პერსონალური კომპიუტერის ცოდნა; ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (Windows 7-10);
** ინტერნეტისა და ლოკალური ქსელების აგების საფუძვლებისა და პრინციპების ცოდნა; TCP / IP საფუძვლების ცოდნა;
** MS Office - თან მუშაობის გამოცდილება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ მხოლოდ ინგლისურ ენაზე ელ. ფოსტაზე: vacancy@socar.ge; სათაურის ველში მიუთითეთ "ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი".

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

შპს "სოკარ ენერჯი" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

შპს "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სოკარ ენერჯი ჯორჯია" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის;
** შპს "სოკარ ენერჯი ჯორჯია" თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების გაკეთების მიზნით;

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე