დასახელება:
მარკეტერი
|
მომწოდებელი:
ჰუალინგ დიჯითალ თრეიდ კო
|
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
|
"ჰუალინგ დიჯითალ თრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრის პროცესში ჩართულობა;
** მარკეტინგული გეგმის შემუშავების პროცესში ჩართულობა;
** სოციალური მედიის სტრატეგიისა და გეგმის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
** მარკეტინგული ბიუჯეტის განსაზღვრის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ჩართულობა;
** შესრულებული და დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების შესახებ ანგარიშების მომზადება;
** სარეკლამო კომპანიებთან ურთიერთობა, მარკეტინგული და სარეკლამო მასალების შეკვეთა, ბიუჯეტის დათვლა, ფასთა კვლევა;
** გუნდის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართულობა;
** სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით);
** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ციფრული და სოციალური მედია პლატფორმების მართვის გამოცდილება
უნარ-ჩვევები:
** ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** კრეატიული აზროვნება
მისამართი: ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზა, ჯუმბერ ლეჟავას 22
დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@hpq.ge
|
|
|
|