Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: STREAM
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი / ბოლო ვადა: 08 დეკემბერი
ვაცხადებთ ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე საერთაშორისო აუდიტორიული კომპანია Ecovis Georgia-ს ბუღალტერიის დეპარტამენტში.

"Ecovis Georgia" (ყოფილი შპს ATA partners) დაარსდა 2013 წლის იანვარში. 2020 წლიდან ECOVIS Georgia გახდა ECOVIS International-ის წევრი და პარტნიორი საქართველოში. 2021 წლის აპრილში მარეგულირებლისგან ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის საფუძველზე კომპანიას მიენიჭა მეორე კატეგორია.

სამუშაო განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს ამ პოზიციაზე დასაქმებული ადამიანების ანალიტიკურ აზროვნებას, კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური გამოსავლის მოძიების, ინიციატივის საკუთარ თავზე აღების, ეფექტიანი კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარებს. მნიშვნელოვანია განვითარების სურვილი.

"Ecovis Georgia" დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** სასიამოვნო, ჯანსაღ, კონკურენტულ და სტაბილურ სამუშაო გარემო პირობებს;
** კონკურენტუნარიან და წამახალისებელ სახელფასო განაკვეთს;
** კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;
** თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რისი მეშვეობითაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააძლიეროთ თქვენი უნარები და გაიღრმაოთ თქვენი ცოდნა;
** პროფესიული სწავლების დაფინანსებას;
** სამედიცინო დაზღვევას;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ინტელექტუალური აქტივობების დაფინანსებას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, აფაქიძის ქ. №5 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი)
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
ანაზღაურება: 1200-დან 1800 ლარამდე (ხელზე ასაღები), დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე

ძირითადი მოვალეობები:

** სალაროს ოპერაციების წარმოება (შემოსავლის და გასავლის ორდერების შედგენა)
** საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვა.
** ხელფასის დარიცხვის უწყისის მომზადება და შესაბამისი ბუღალტრული გატარებების შესრულება;
** ხარჯების ბუღალტრული აღრიცხვა შესაბამის ანგარიშებზე;
** ბანკის ამონაწერის/ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
** სასაქონლო ზედნადების და ანგარიშ-ფაქტურის მიღება-გამოწერა;
** ანგარიშფაქტურების მოთხოვნა;
** სხვა მარტივი ინფორმაციული მონაცემების ამოღება და დამუშავება;
** საგადახდო დავალებების ატვირთვა-მომზადება;
** საბანკო ამონაწერების დამუშავება
** დებიტორ- კრედიტორებთან შედარების აქტების მომზადება ხელმძღვანელის მეთვალყურეობით;
** განაცემთა დეკლარაციისათვის მონაცემების მომზადება.;
** ხელმძღვანელის მიერ მიცემული მისი პოზიციის შესაბამისი დავალების შესრულება;
** საჭიროების შემთხვევაში დამკვეთი კომპანიის წარმომადგენელთან კომუნიკაცია კომპეტენციის ფარგლებში.
** საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული ვალდებულებების განხორციელება;
** უშუალო ხელმძღვანელის პოზიციასთან დაკავშირებული მითითებების შესრულება;
** რეპორტინგი ხელმძღვანელის წინაშე.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ სამ წლიანი გამოცდილება (სასურველია წარმოების ბუღალტერიაში მუშაობის ერთ წლიანი გამოცდილება);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (მნიშვნელოვანია ექსელის ფლობა მაღალ დონეზე);
** სასურველია პროგრამა ბალანსის ცოდნა და ACCA.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე accountant@stream.com.ge არაუგვიანეს 2024 წლის 8 დეკემბრისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ბუღალტერი.

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (stream.com.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე