დასახელება:
ადმინისტრაციული ასისტენტი
|
მომწოდებელი:
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
|
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
|
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიღომი, ანდრონიკაშვილის 4
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი / 08:00 -17:00 სთ
ანაზღაურება: 1 200 ლარი
ძირითადი მოვალეობები
** საოპერაციო ცენტრის ადმინისტრაციული საქმიანობის წარმოება.
** შემოსული წერილების ჟურნალის წარმოება, ამობეჭდვა და დახარისხება.
** აქტების და ტექ. პირობების დახარისხება, შენახვა და დაარქივება.
** წერილების გადანაწილება.
** საოპერაციო ცენტრის თანამშრომლების მიერ მოტანილი პასუხების დამუშავება, დაბეჭდვა, დასკანერება და ატვირთვა აქსაპტაში.
** დაწერილი განცხადებების ამობეჭდვა.
** თანამშრომლების დასწრების ტაბელის აღრიცხვა და გადაგზავნა.
** ჯგუფების მიერ შესრულებული სამუშაოს ჩამოწერა.
** საჭიროების შემთხვევაში აბონენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** ბაკალავრის ხარისხი ჰუმანიტარული/სოციალური მეცნიერებების მიმართულებით.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.
** კორესპონდენციის მართვის და წარმოების გამოცდილება.
** სასურველია ERP - პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
** MS Office პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა.
** ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge
გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|