დასახელება:
დამხმარე/მუშა
|
მომწოდებელი:
აიკო
|
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
|
"აიკო" არის ავეჯის მრავალფუნქციური საწარმო, რომელიც მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული. საწარმოს ძირითადი საქმიანობა სხვადასხვა ტიპის ავეჯის წარმოებაა. მათ შორის, მდფ-ისა და ლამინატის, მეტალის, ხელოვნური ქვის ავეჯის წარმოება. ასევე კომპანია აწარმოებს მდფ-ის შიდა კარებს. საწარმო სრულად არის აღჭურვილი საწარმოო დანადგარებით.
კომპანია "აიკო" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე/მუშის პოზიციაზე.
პირობები:
** გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი;
** ანაზღაურება: 1500 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** მასალების დატვირთვა-გადმოტვირთვა;
** მზა პროდუქციის ობიექტებზე მიტანა-ატანა;
** სხვა სამუშაოების შესრულება, რაც დაკავშირებულია საწარმოს საქმიანობასთან
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: g.ugrekhelidze@aiko.ge
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: დამხმარე/მუშა ან დაგვიკავშირდეთ: 579100070
|
|
|
|