დასახელება:
მოლარე
|
მომწოდებელი:
მეტრომარტი
|
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
|
ტექნიკის #1 ჰიპერმარკეტი "Metromart"-ი აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე
კომპანია "მეტრომარტი" არის, ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში, კომპანიამ 2012 წლიდან თავისი კონცეფციით შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე და პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში. "მეტრომარტის" მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება.
ტექნიკის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელში წარმოდგენილია თითქმის ყველა მსოფლიო ბრენდი.
პოზიციის დასახელება: მოლარე
ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (სმენებში)
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
** სალაროს გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** სალაროში არსებული თანხის კონტროლი;
** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მოლარის, მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას, პროცედურების სრული დაცვა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
პიროვნული მახასიათებლები:
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გამართული მეტყველება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაცია.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე vacancy@metromart.ge
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მოლარე" წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება.
გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
"მეტრომარტი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|