Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: მეტრომარტი
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი / ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
ტექნიკის #1 ჰიპერმარკეტი "Metromart"-ი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე

კომპანია "მეტრომარტი" არის, ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში, კომპანიამ 2012 წლიდან თავისი კონცეფციით შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე და პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში. "მეტრომარტის" მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება.
ტექნიკის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელში წარმოდგენილია თითქმის ყველა მსოფლიო ბრენდი.

პოზიციის დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (სმენებში)
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
** გასაყიდი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით შესწავლა და ცოდნა;
** პროდუქციის ფასმაჩვენებლის პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა;
** გაყიდული პროდუქციის შემოწმება;
** ნივთის გაფორმება, საგარანტიო ტალონის შევსება და მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე vacancy@metromart.ge

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების კონსულტანტი" წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

"მეტრომარტი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე