დასახელება:
ადმინისტრაციული ასისტენტი
|
მომწოდებელი:
ჯეპი
|
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
|
კომპანია "GeoPaper" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: http://geopaper.ge/
ძირითადი მოვალეობები:
** სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
** შესყიდვებისა და გაყიდვების თანამშრომლებისთვის ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** სხვადასხვა დოკუმენტაციის მოწესრიგება/რეესტრის წარმოება;
** შეკვეთილი ტვირთის შეუფერხებელი ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად თანამშრომლობა ლოჯისტიკის სამსახურთან;
** სატრანსპორტო კომპანიების ბაზის ფორმირება, მათი მომსახურების ვადებისა და ფასების მუდმივი კონტროლი/ შედარება ოპტიმალური შემოთავაზებების მისაღწევად;
** ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტების, შესყიდვებისა და ტრანსპორტირების დოკუმენტების დახარისხება/დაარქივება;
** კომპანიის სტუმრებთან სატელეფონო და ელექტრონული ფოსტით კომუნიკაცია;
** კორესპონდენციის მიღება/ჩაბარების წარმოება;
** ადგილობრივი შესყიდვების დროულად განხორციელება (საკანცელარიო მიმართულებით);
** კორპორატიული ნომრების რეგისტრაცია/შეკვეთა/გაცემა/ბაზაში აღწერა/დაბრუნება;
** სხვადასხვა დავალებების შესრულება ფუნქციონალურ ჭრილში.
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ადმინისტრაციულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** კარგი წერითი უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სიახლის ათვისების უნარი;
** დროის მართვის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: სრული, 40 სთ კვირაში
ანაზღაურება: საწყისი 1000 ლარი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ენუქიძის ქუჩა # 7
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@geopaper.ge და ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება,
გისურვებთ წარმატებას!
"რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჯეპ-ის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ვაკანსიის მოთხოვნებთან, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ამასთან რეზიუმე შეინახება არაუმეტეს 12 თვის ვადით.
|
|
|
|