დასახელება:
უმცროსი IT სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ლასარე
|
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
|
კომპანია "Lasare", რომელიც წარმოადგენს საავიაციო სატვირთო ტერმინალისა და საბაჟო საწყობის კომპლექსურ ერთობლიობას, აცხადებს ვაკანსიას უმცროსი IT სპეციალისტის პოზიციაზე.
მისამართი: ქ თბილისი, საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 წთ-დან 18:00 სთ-მდე, შესვენება - 1 საათი
გამოსაცდელი ვადა: 2 თვე
დასაქმებულს ვთავაზობთ სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს და სხვადასხვა ბენეფიტებით სარგებლობის შესაძლებლობას:
** უფასო საადვოკატო მომსახურების ბარათს,
** სატრანსპორტო მომსახურებას ზემო სამგორის მეტროდან,
** Fitpass,
** ყოველთვიურ ბონუსს გამოსაცდელი ვადის შემდგომ,
** ტრენინგების და განვითარების შესაძლებლობას.
ძირითადი ფუნქციები:
** კომპიუტერული ტექნიკის გაუმართაობის დადგენა/დიაგნოსტირება და აღმოფხვრა;
** ქსელური მოწყობილობების ცოდნა, არსებული პრობლემების დადგენა და აღმოფხვრა;
** სერვერებთან მუშაობა;
** Windows ოპერაციულ სისტემებთან მუშაობა;
** ინციდენტებზე დროული და ეფექტური რეაგირება;
** საოფისე და სხვა პროგრამების ინსტალაცია და მომსახურების უზრუნველყოფა;
** ქსელის მოწყობა, გამართვა და მხარდაჭერა;
** კამერებთან და NVR სისტემებთან მუშაობა;
** პერიფერიულ მოწყობილობებთან მუშაობა (პრინტერი, სკანერი, აიპი ტელეფონები);
** Active Directory მუშაობა.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება IT მიმართულებით
** ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
უნარები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
** დისციპლინირებულობა.
ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@lasare.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|