Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ნიკს ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი / ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
"ნიკს ჰოლდინგ" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

"ნიკს ჰოლდინგ" გახლავთ მზარდი, შედეგზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც ოპერირებს ინვესტიციებისა და ვაჭრობის მიმართულებით ექვსი განსხვავებული ბრენდით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

** ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე, კავსაძის #3
** სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ.

გამოცდილება:

** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** საოფისე და ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (უპირატესობად ჩაითვლება პროგრამა (Balance/FINA/Oris);
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება ეკონომიკის დარგში;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

მოვალეობები:

** კომპანიის შემოსავლებისა და ხარჯების კლასიფიცირება კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად;
** უშუალო ხელმძღვანელის და სხვა უფლებამოსილი პირის მოთხოვნით ანგარიშების/რეპორტების მომზადების უზრუნველყოფა;
** კომპანიის მიერ განხორციელებული ყველა ოპერაციის აღრიცხვა და კონტროლი;
** იმპორტ-ექსპორტთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა
** დებიტორ-კრედიტორული დავალიანების კონტროლი და შედარება;
** პერიოდულად საწყობის ინვენტარიზაციის აუდიტის ჯგუფში ჩართულობა (ადგილზე ვიზიტი)
** საგადასახადო და სხვა დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
** თვის/წლის დახურვის პროცესების უზრუნველყოფა.

პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებული, შრომისმოყვარე, ენერგიული;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** აკურატულობა და მოწესრიგებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული წინსვლის და დაწინაურების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე hr@niksholding.com და სათაურის ველში მიუთითეთ ბუღალტერი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე