დასახელება:
პროდუქტის მფლობელი
|
მომწოდებელი:
ჯიპიაი ჰოლდინგი
|
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
|
სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის მფლობელის (Product Owner) პოზიციაზე.
სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. "ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
პასუხისმგებლობები:
** ციფრული პროექტების დაგეგმვა და მართვა Scrum გუნდთან ერთად;
** მომხმარებლების საჭიროებების ანალიზი და მათზე მორგებული პროდუქტის შექმნა;
** მომხმარებლის გამოცდილების ანალიზის საფუძველზე, ცვლილებების ან ახალი პროდუქტის შექმნის საჭიროების დადგენა;
** პროდუქტის ბექლოგის შექმნა და მართვა, დეველოპმენტის გუნდთან ერთად, ბიზნეს ღირებულებების და კომპანიის სტრატეგიული გეგმის გათვალისწინებით;
** პროექტის ამოცანების, მიზნების და მიღებული შედეგების გაზომვის პარამეტრების განსაზღვრა;
** სტეიქჰოლდერებთან ერთად პროდუქტის კონცეფციის დამუშავება;
** პროდუქტის MVP-ს ფორმირება და პროექტის Build, Measure, Learn მიდგომით მართვა;
** შექმნილი პროდუქტის ხარისხის და მომხმარებლის საჭიროებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** პროდუქტის მომხმარებლებთან და სტეიქჰოლდერებთან წარდგენა;
** ბაზრის ტენდენციების, საუკეთესო გამოცდილების, კონკურენტების მუდმივი შესწავლა და ანალიზი;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნები:
** ქართულ და ინგლისურ ენებზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი ფორმით, ასევე ვერბალური;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ოპერაციების მენეჯმენტის ან ტექნიკური მიმართულებით);
** აუცილებელია პროექტის მართვის ძირითადი პრინციპების და Agile მეთოდოლოგიის ცოდნა;
** Agile მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge
გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (პროდუქტის მფლობელი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2024 წლის 20 დეკემბერი.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
|
|
|
|