დასახელება:
ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი
|
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
|
ჩვენ შესახებ:
"გაეროს გლობალური შეთანხმება" (UN Global Compact) არის გაერთიანებული ერების ინიციატივა, მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კორპორაციული მდგრადობის პლატფორმა, რომლის მიზანია ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნა. ის დაფუძნებულია 10 პრინციპზე, ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. ორგანიზაციაში გაერთიანებულია საერთაშორისო დონეზე 27 000 ათასამდე ორგანიზაცია, ხოლო საქართველოს ქსელს 160-ზე მეტი წევრი ჰყავს.
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი წარმოადგენს გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივ წარმომადგენლობას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირს.
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი ეძებს ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელს, რათა შეუერთდეს ორგანიზაციის გუნდს.
დასაქმების ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
დასაქმების ვადა: 1 წელი, გაგრძელების პერსპექტივით (3 თვიანი გამოსაცდელი პერიოდით)
სამუშაო აღწერილობა:
** გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელში ახალი კომპანიების გაწევრიანების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი აღსრულების უზრუნველყოფა ბიზნესთან ურთიერთობის გუნდთან ერთად;
** რეგიონებში დაფუძნებული საწარმოების საჭიროებებზე მორგებული ღირებულების წინადადების (Value Proposition) შემუშავება, და კომპანიების გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელში გაწევრიანების ხელშეწყობა;
** მსხვილი, საშუალო და მცირე ზომის კომპანიების საჭიროებებზე მორგებული ღირებულების წინადადებების (Value Proposition) შემუშავება;
** გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრების ლოიალობისა და კმაყოფილების ზრდაზე ზრუნვა; ქსელის აქტივობებში მათი ჩართულობის გაზრდასა და გააქტიურებაზე ზრუნვა;
** გაეროს გლობალური შეთანხმების რეგიონულ და საერთაშორისო ღონისძიებებში ქართული ბიზნესის ჩართულობის უზრუნველყოფა;
** მულტისექტორული ინიციატივების ხელშეწყობა ბიზნესის ჩართულობით. საპროექტო წინადადებების შემუშავების პროცესში დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერა;
** ორგანიზაციის სათავო ოფისთან მჭიდრო კომუნიკაცია და თანამშრომლობა მონაწილეთა რაოდენობის გაზრდის მიზნით;
** ქსელის წევრების ბაზის მართვა და მუდმივი განახლება Salesforce პლატფორმაში;
** საჭიროებისამებრ, პლატფორმა Pardot-ის გამოყენება პოტენციური წევრების იდენტიფიცირებისა და პლატფორმაში ჩართვის მიზნით;
** გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სხვადასხვა აქტივობებისა და ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულობა;
** სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერთან ერთად კერძო სექტორთან ურთიერთობის მიმართულების საკომუნიკაციო სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
** საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაციის ფონდების მოძიების პროცესში ჩართულობა;
** საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაციის სხვა პროექტულ თუ ადმინისტრაციულ საქმიანობაში ჩართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი განათლება (ბიზნეს მენეჯმენტის, მარკეტინგის ან მათთან მომიჯნავე სფეროში);
** სამუშაო გამოცდილება: მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, ** კერძო სექტორში მუშაობის ან/და კერძო სექტორთან თანამშრომლობის სამუშაო გამოცდილება. აუცილებელია პროექტებისა და გუნდის მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენები: ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
** დამატებითი მოთხოვნები: სასურველია კანდიდატს ჰქონდეს ცოდნა კორპორაციული მდგრადობის სტანდარტების შესახებ. სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
საჭირო უნარ-ჩვევები:
პროფესიონალიზმი
** მკაფიო და ეფექტური კომუნიკაცია
** დროის მენეჯმენტი და პრიორიტეტების განსაზღვრა
** გადაწყვეტილებების მიღება ეთიკური სტანდარტების დაცვით
პროგრესულობა
** ახალ მეთოდოლოგიებთან და ტექნოლოგიებთან ადაპტაციის უნარი
** შემოქმედებითი აზროვნება და ახალი იდეების ინიცირება
** სწავლისა და განვითარების სურვილი
გუნდურობა
** გუნდის წევრებთან ერთად ეფექტური მუშაობა
** გუნდის წევრების მხარდაჭერა საერთო მიზნების მისაღწევად
ენთუზიაზმი
** პოზიტიური დამოკიდებულება საქმის მიმართ
** ინოვაციური ხედვა და მოტივაცია
ორგანიზაციაში მოქმედი ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** მენტალური/ფიზიკური ჯანმრთელობისა და პროფესიული განვითარების მხარდაჭერა ორგანიზაციის მიერ დადგენილი ლიმიტების შესაბამისად;
** შვებულების 24 სამუშაო დღესთან ერთად, დამატებით 48 პერსონალური საათი წელიწადის განმავლობაში;
** სატელეფონო კომუნიკაციის პაკეტი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ მეილზე hr@unglobalcompact.ge გამოგვიგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია:
** CV ინგლისურ ენაზე, ორი რეკომენდატორის მითითებით
** სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 20 დეკემბერი
გთხოვთ, დანიშნულების ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ორგანიზაციამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე, სამოტივაციო წერილი) კანდიდატის ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ორგანიზაციაში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით.
ორგანიზაცია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|