დასახელება:
საცხოვრებელი კომპლექსის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
არქი
|
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
|
ჩვენ ვართ "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქიში" ვეძებთ საცხოვრებელი კომპლექსის მენეჯერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** საცხოვრებელი კომპლექსის მოვლა-პატრონობის სერვისების მართვა;
** საცხოვრებელი კომპლექსის მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** კონტრაქტორი კომპანიების მიერ მომსახურების პირობების შესრულების მართვა;
** მაცხოვრებლებთან როგორც ინდივიდუალური, ასევე, ჯგუფური შეხვედრების დაგეგმვა;
** მაცხოვრებელთა შესახებ ინფორმაციის განახლება და ცვლილებების ასახვა პროგრამაში;
** მაცხოვრებლების მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების მიღება, აღრიცხვა და დროული რეაგირება;
** მაცხოვრებლებისგან უკუკავშირის მიღება საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებით და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების შესახებ ახალი იდეების შემუშავება;
** მაცხოვრებლების წინასწარ ინფორმირება დაგეგმილი და შესრულებული სამუშაოების შესახებ;
** მოვლა-პატრონობის სერვისის გადახდების მონიტორინგი;
** მაცხოვრებლებისთვის სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა და მართვა;
** სამეზობლოს ელექტრონული გვერდის მართვა;
** პორტფელში არსებულ ობიექტებზე ვიზიტების განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
** აუცილებელია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ღონისძიების ორგანიზების უნარ-ჩვევები.
ჩვენ კი გთავაზობთ:
** პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
** მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით:
https://crm.archi.ge
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|