Робота для біженців з України
ჩამნაცვლებელი აღმზრდელი პირები - ამბროლაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჩამნაცვლებელი აღმზრდელი პირები
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
"SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ჩამნაცვლებელი აღმზრდელი პირები: დეიდა და ბიძა (ან ორი დეიდა)

სამუშაო ადგილი: ამბროლაური

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** უზრუნველყოს ბავშვის კეთილდღეობა, მზრუნველი ოჯახური გარემოს შეთავაზებით და ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით, ინდივიდუალური გეგმების განვითარების გზით ძირითად აღმზრდელებთან (დედობილი/მამობილი) ერთად;
** შექმნას ბავშვებისათვის თბილი და მოსიყვარულე ოჯახური გარემო;
** შეცვალოს შვებულებისა და დასვენების (შაბათ-კვირა)დღეებში, ასევე საგანგებო სიტუაციების დროს ძირითადი აღმზრდელი (დედობილი/ მამობილი) და შესაბამისად, სრულად შეასრულოს ძირითად აღმზრდელს (დედობილი/ მამობილი) მოვალეობა;
** ძირითადი აღმზრდელის (დედობილი/ მამობილი) შეცვლისას შეასრულოს ოჯახში ძირითადი აღმზრდელის (დედობილი/ მამობილი) დავალებები, ოჯახის შესაბამისი პრინციპებისა და ტრადიციების გათვალისწინებით;

მოთხოვნები:

ოფიციალურ ქორწინებაში მყოფი წყვილი ან ორი ქალბატონი უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი;
** ბავშვებთან მუშაობის მზაობა და სურვილი;
** ურთიერთობების დამყარების უნარი;
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
** კრიტიკულ სიტუაციებში თავის გართმევის უნარი;
** მზაობა თვითგანვითარებისთვის;
** SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება;

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოს;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.
** დამატებითი სამუშაო პირობები
** ცვლაში მორიგეობა, ძირითადი სამუშაო შაბათ-კვირას, ღამის და დასვენების დღეების ჩათვლით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2024 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე