დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
ფიტნეს ფორმულა
|
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
|
საკვები დანამატებისა და ვიტამინების მულტიბრენდული მაღაზიათა ქსელი "ფიტნეს ფორმულა", რომელიც 25-მდე მაღაზიით უკვე წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყანაში, აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: დიდი დიღომი, მირიან მეფის 44.
სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 20:00 სთ-მდე ან 11:00-დან 21:00 სთმდე. თვეში 15 დღე (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება). 1, 5 საათი შესვენება.
ანაზღაურება: საწყისი 800 ლარი (NET)+ბონუსი
მოვალეობები:
** მომხმარებლის საჭიროებების გამოვლენა და პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება, მათ შორის სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი
** პროდუქციის მიღება, თაროზე განთავსება და შესაბამისი მარაგის მუდმივი კონტროლი და შევსება საჭიროებისამებრ
** ონლაინ შეკვეთებისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება
** მაღაზიაში შემომავალ ზარებზე პასუხი და მომხმარებლის ინფორმირება
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ხელმძღვანელთან მუდმივი კომუნიკაცია
მოთხოვნები:
** მომხმარებლის მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება
** მოტივირებული და პუნქტუალური; ორგანიზებული და კომუნიკაციის კარგი უნარების მქონე
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არასავალდებულოა
** ინგლისური და/ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: info@fitnessformula.ge.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|