Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=598062&print=yes&view=jobs
 
რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო Glarros OldTown
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
სასტუმრო "Glarros OldTown"-ის კონცეფცია 2020 წელს შეიქმნა და მისი ბრენდის ქვეშ გახსნილი პირველი ობიექტი მდებარეობს თბილისის ცენტრალურ უბანში, დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, კალაუბანში, კოტე აფხაზის 15 ნომერში, თავისუფლების მოედნიდან 1 წუთის სავალზე. სასტუმრო მოწყობილია ყველა იმ საერთაშორისო სტანდარტისა და რეგულაციის მიხედვით, რომელიც აუცილებელია სტუმრის უსაფრთხოებისა და კომფორტული დასვენებისთვის.

სასტუმროს გახსნასა და მის შემდგომ მართვას ახორციელებს ქართულ-შვეიცარიული საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანია HSC Group.

Eco-friendly გარემო, უწყვეტი სწრაფი ინტერნეტი, უნიკალური ლოკაცია, ტკბილი ძილი, Large King ზომის საწოლები, მარტივი Check in & out. ეს იმ ფასეულობების არასრული ჩამონათვალია, რაც სტუმრებს Glarros OldTown - ში დახვდებათ.

სასტუმროს კონცეფცია შთაგონებულია ძველი თბილისის უნიკალური არქიტექტურისა და თანამედროვეობის სინთეზით, რაც გამოხატულია ინტერიერის თითოეულ დეტალში. ლატუნის სპირალური კიბე, მოზაიკა, ხის პარკეტი და სხვა დიზაინერული გადაწყვეტილებები ხაზს უსვამენ ძველი თბილისის არქიტექტურასა და ავთენტურობას.

სასტუმროში განთავსებულია 78 ექსკლუზიური დიზაინის ოთახი, სადაც გამოყენებულია მსოფლიოში წამყვანი დიზაინერების მიერ შექმნილი ვიზუალები, როგორიცაა Le Corbusier და ა.შ.

ქართულ-ევროპული ტიპის რესტორანი - Gastromania, შეხვედრების ოთახი, ბიზნეს ცენტრი და ღია კაფე, რომელიც სტუმრებს ექსპრესს კონცეფციას შესთავაზებს.

"Glarros OldTown" ჯანსაღ და მეგობრულ გარემოსთან ერთად, გუნდს საერთაშორისო გამოცდილებას და ბრენდთან ერთად კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს.

Managed by HSC Group

https://www.hscgroup.ge A Good Place to Be

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

LinkedIn - https://www.linkedin.com/company/glarros-oldtown/
Facebook - https://www.facebook.com/glarrosoldtown
Website - http://www.glarros.com
HSCgroup website - http://www.hscgroup.ge

სასტუმრო "Glarros OldTown" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1000 ლარი (დაზღვევა, კვება)

ზოგადი მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** კომუნიკაბელურობა
** სტუმართმოყვარე და მეგობრული პიროვნება
** გუნდური მუშაობის უნარი
** სანდო პიროვნება
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** დატვირთვის ქვეშ მუშაობის უნარი
** ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა (ღამის ცვლის ჩათვლით)
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა

სამუშაოსთვის დამახასიათებელი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** პროგრამის ცოდნა (Opera).
** მოლარის ფუნქციის შესრულება.
** სტუმრების მიღება განთავსების უზრუნველყოფა.
** სტუმრის კმაყოფილების უზრუნველყოფა.
** სასტუმროში არსებული ყველა წესის და სტანდარტის დაცვა.
** ფუნქციიდან გამომდინარე ხელმძღვანელობის მიერ მიცემული დავალებების შესრულება.

კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება რეგისტრაციის განყოფილების ხელმძღვანელობის წინაშე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@glarros.com.

წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიცია.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან

გისურვებთ წარმატებას!

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სასტუმროს მიერ (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენს მიერ, ჩვენთვის, CV-ის სახით, მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება: კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებული ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კონკურსის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ სასტუმროს და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: hr@glarros.com.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია