დასახელება:
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ამბოლი
|
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
|
შპს "ამბოლი" წარმოადგენს Georgia Capital PLC (https://georgiacapital.ge) ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: http://www.amboli.ge, http://www.facebook.com/amboli.ge/?fref=ts
კომპანია "ამბოლი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - ქ.თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N14.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია საავტომობილო/გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
აუცილებელი უნარები:
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** გამართული მეტყველება;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის, ანალიტიკური აზროვნების უნარი და კრეატიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
ძირითადი მოვალეობები:
** კორპორატიული კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა;
** არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობების შენარჩუნება და გაღრმავება;
** გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა, კონტროლი;
** არსებული და ახალი კლიენტებისთვის სწრაფი და ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფა;
** კომპანია-პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმოება და მათთან გრძელვადიან ურთიერთობაზე ზრუნვა;
** პროდუქტების და მომსახურების ოპტიმალური პაკეტის შექმნა და მისი კლიენტებისთვის სწორად მიწოდების დაგეგმვა.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@amboli.ge 2024 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი.
გატყობინებთ, რომ თქვენ მიერ კომპანია "ამბოლი"-სთვის მიწოდებული პირადი სახის ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია "ამბოლი", როგორც თქვენ პერსონალურ მონაცემებს ასევე განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს დაამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შრომითი ვალდებულებებისა და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და დასაქმებულის შრომითი უნარების შესაფასებლად შემდგომი სამი წლის განმავლობაში."
|
|
|
|