Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=597574&print=yes&view=jobs
 
პერს. მონაცემთა დაცვის/რეგულაციებთან შესაბამისობის ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პერს. მონაცემთა დაცვის/რეგულაციებთან შესაბამისობის ოფიცერი
მომწოდებელი: Hash Bank
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
"Hash Bank" არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.

ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

პოზიციის დასახელება: პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და რეგულაციებთან შესაბამისობის იურისტი

ძირითადი ფუნქციები:

** ბანკში არსებული პროცესების, პროდუქტებისა და პოლიტიკების ანალიზი საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან, მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციებთან შესაბამისობის დადგენის, რისკების გამოვლენის და აღმოფხვრის მიზნით;
** ბანკში არსებულ პროცესებში, პროდუქტებსა და პოლიტიკებში დაიდენტიფიცირებული რისკების აღმოფხვრისთვის რეკომენდაციების მომზადება;
** ახალი საბანკო პროდუქტების შემუშავებაში, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება და მხარდაჭერა საკანონმდებლო შესაბამისობის კუთხით;
** კანონმდებლობაში (მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკის ან/და პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულაციებში) განხორციელებული ცვლილებების ანალიზი;
** ეროვნული ბანკიდან შემოსული წერილობითი კორესპონდენციის, მათ შორის პრეტენზიების განხილვა;
** ბანკში არსებული მონაცემთა დამუშავების პროცესების შესწავლა მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან (მათ შორის საჭიროების შემთხვევაში GDPR-თან) შესაბამისობის თვალსაზრისით და რეკომენდაციების გაცემა გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად;
** ბანკის მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შიდა რეგულაციების, პოლიტიკებისა და მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის შემუშავება, აგრეთვე, ბანკის ან უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების შესრულების მონიტორინგი;
** მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით ბანკში შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
** პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისგან კონსულტაციების მიღება, ბანკის წარმომადგენლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ურთიერთობაში, მისი მოთხოვნით ინფორმაციისა და დოკუმენტების წარდგენა და მისი სხვა დავალებებისა და რეკომენდაციების შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი;
** საჭიროების შემთხვევაში, ბანკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისათვის;

საჯარო

** დასაქმებულებთან საკონსულტაციო და საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების განხორციელება საკანონმდებლო შესაბამისობის მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: უმაღლესი იურიდიული განათლება, სასურველია მაგისტრის ხარისხი.

ცოდნა და გამოცდილება:

** საბანკო სექტორში შესაბამისობის მიმართულებით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით, მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** პროცესების, პროცედურებისა და სტანდარტების დახვეწაზე მუშაობის გამოცდილება;
** იურიდიული დოკუმენტაციის, მათ შორის პოლიტების, პროცედურების და სხვა სახის თემატური დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება;
** საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო და საგადახდო რეგულაციების საფუძვლიანი ცოდნა;
** პერსონალური მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 29 ნოემბერი, 2024.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge

სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია