დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
არქი
|
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
ჩვენ ვართ "არქის" ჰოლდინგში შემავალი კომპანია "ჰოუმ დიზაინ გალერი" - ევროპული ავეჯისა და აქსესუარების შოურუმი საქართველოში.
ჩვენ ვეძებთ მოლარე-კონსულტანტს და მისი ფუნქციები იქნება:
** მომხმარებლის დახვედრა და არსებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა, პროდუქციის რეალიზაცია;
** სტენდზე არსებულ პროდუქციაზე და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** სალაროში არსებული ნაღდი და უნაღდო ფულის კონტროლი;
** გაყიდული პროდუქციის აღრიცხვა;
** სტენდზე პროდუქციის თაროებზე განთავსება წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** გაყიდვების ყოველდღიური რეპორტის მომზადება უშუალო უფროსისათვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
ჩვენ კი გთავაზობთ:
** პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ;
** სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში (მცოცავი გრაფიკი);
** ანაზღაურება: 700 ლარი (ხელზე ასაღები);
** საბონუსე სქემა გააქტიურდება, მუშაობის დაწყებისთანავე;
** სამუშაო ადგილი: სითი მოლი, საბურთალოზე.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|