დასახელება:
რისკების ანალიტიკოსი
|
მომწოდებელი:
Premium Leasing
|
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
|
კომპანია "პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას რისკების ანალიტიკოსის პოზიციაზე თბილისში.
"პრემიუმ ლიზინგი" არის საერთაშორისო ჯგუფში "4finance" შემავალი კომპანია. "4finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით. "4finance" ჯგუფი დაარსდა 2008 წელს ლატვიაში და სწრაფად გადაიქცა მრავალბრენდულ ჯგუფად.
მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ კომპანიის ვებგვერდი www.4finance.com
ძირითადი მოვალეობები:
1. რისკების იდენტიფიცირება და შეფასება:
** ორგანიზაციის საკრედიტო პორტფელის რისკების შეფასება და მართვა ბიზნეს პროცესების უსაფრთხოების და მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით;
** არსებული და პოტენციური რისკების იდენტიფიკაცია;
** რისკების შეფასების მეთოდების გამოყენება (მაგ., რაოდენობრივი, ხარისხობრივი ანალიზი).
2. მონაცემების შეგროვება და ანალიზი:
** გაყიდვების და დაფარვების ანალიზი - გაყიდვის არხების მიხედვით;
** ფინანსური, ოპერაციული და ბაზრის მონაცემების დამუშავება რისკების პროგნოზირებისთვის;
** საკრედიტო პორტფელის მუდმივი დამუშავება და ანალიზი;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა და მათი ინტერპრეტაცია.
3. რეკომენდაციების შემუშავება:
** რისკების მინიმალიზაციის ან მათგან თავდაცვის სტრატეგიების შემოთავაზება;
** ალტერნატიული მოქმედებების ანალიზი რისკების ზეგავლენის შემცირებისთვის.
4. რეგულაციურ შესაბამისობაზე მუშაობა:
** კანონმდებლობის და რეგულაციების შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** დოკუმენტაციის წარმოება რეგულატორული მოთხოვნების შესაბამისად.
5. კომუნიკაცია და თანამშრომლობა:
** სხვა დეპარტამენტებთან კოორდინაცია რისკების მართვის პროცესში;
** მენეჯმენტის ინფორმირება და ანგარიშგებების მომზადება.
6. შიდა პოლიტიკის და პროცედურების გაუმჯობესება:
** შიდა კონტროლის მექანიზმების შემუშავება და შეფასება;
** რისკების მართვის გეგმების რეგულარული განახლება.
7. რისკის მართვის ინსტრუმენტებთან მუშაობა:
** სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება რისკების იდენტიფიცირებისა და მონიტორინგისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საკრედიტო ორგანიზაციაში რისკების ანალიტიკოსად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ფინანსური, ეკონომიკური ან ბიზნესის მართვის ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომი;
** მონაცემების ანალიზის ინსტრუმენტების ცოდნა (Excel, SQL, Python ან მსგავსები);
** რისკების შეფასებისა და მართვის თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
** ინგლისური ენის, როგორც სალაპარაკო, ასევე წერილობითი თავისუფლად ფლობა.
სასურველი უნარები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** არგუმენტაციის კარგი უნარი;
** დეტალებზე ორიენტაცია;
** პრობლემების გადაწყვეტის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი;
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ ტრენინგებს.
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერა შეესაბამება თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: info@premiumleasing.ge 2024 წლის 15 დეკემბრამდე, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია - რისკების ანალიტიკოსი.
გისურვებთ წარმატებას!
"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.
ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.
აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "პრემიუმ ლიზინგს" ნომერზე: 032 250 20 60
|
|
|
|