დასახელება:
მერჩენდაიზერი
|
მომწოდებელი:
ენგადი
|
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
|
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას. დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".
ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: ხელფასი და ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტ (ებ)ში ვიზიტების განხორციელება პროდუქციის წარმოდგენის უზრუნველსაყოფად;
** საქონლის ინვენტარიზაცია (როგორც საწყობის, ისე თაროს ნაშთის);
** ობიექტზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** სავაჭრო ობიექტის ხელმძღვანელ პირებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება კომპანიის ამოცანების და გეგმების შესრულებისა და საქმის გამართულად წარმართვის მიზნით;
** ხელმძღვანელისთვის რეგულარული რეპორტების მომზადება დადგენილი წესითა და ფორმატით;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** საშუალო განათლება (სავალდებულო)
** უმაღლესი განათლება (ჩაითვლება უპირატესობად)
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სავალდებულო)
** MS Office
უნარები/პიროვნული კომპეტენციები
** არითმეტიკული/მათემატიკური უნარები
** კარგი კომუნიკაციური უნარები: გამართული მეტყველება, აქტიური მოსმენა, დამარწმუნებელი კომუნიკაცია, მოლაპარაკების უნარი
** შეზღუდულ ვადებში/ დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** კონტროლისა და პასუხისმგებლობისთვის მზადყოფნა
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 26 ნოემბერი, 2024წ.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: HR@bakhmaro.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და სამუშაოს ადგილმდებარეობა.
სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|