Робота для біженців з України
მიწოდების მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიწოდების მძღოლი
მომწოდებელი: ენგადი
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას მიწოდების მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 900₾ + ბონუსი, ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

** სატრანსპორტო საშუალების მართვა;
** დატვირთული სატრანსპორტო საშუალებით, სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგების პროცესის მხარდაჭერა;
** საქონლის დაუზიანებლად ჩამოტვირთვა და სავაჭრო ობიექტში დანიშნულების ადგილზე შეტანა/განთავსება;
** ავტოსაგზაო შემთხვევის დროს შესაბამისი თანამშრომლებისა (უშუალო ხელმძღვანელი, მიწოდების სუპერვაიზერი და ტრანსპორტის განყოფილების თანამშრომელი) და სადაზღვევო კომპანიისათვის ინფორმაციის მიწოდება;
** სატრანსპორტო საშუალების მოვლა-პატრონობა. დაზიანების/გაუმართაობის შემთხვევაში შესაბამისი პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** უშუალო უფროსის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** არასრული საშუალო/საშუალო განათლება (სავალდებულო);
** B, C კატეგორიის მართვის მოწმობა;
** ქართული ენის ცოდნა (წერა, კითხვა, გაგება).

უნარები/ პიროვნული კომპეტენციები:

** მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულების ცოდნა;
** შეზღუდულ ვადებში/დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** აკურატული, პუნქტუალური, დისციპლინირებული.

სხვა მითითებები: ფიზიკური დატვირთვისადმი გამძლე და მოქნილი - უნდა შეძლოს მძიმე და დიდი მოცულობის ნივთების აწევა/გადაადგილება.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: +995 595 305 574 ან გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელფოსტაზე: HR@bakhmaro.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და სამუშაოს ადგილმდებარეობა.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე