დასახელება:
სტანდარტიზაციის უმცროსი სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
წყალი მარგებელი
|
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
|
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".
ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი კომპანია "წყალი მარგებელი" აცხადებს ვაკანსიას სტანდარტიზაციის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება, ჯანმრთელობის დაზღვევა
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის მიერ წარმოებული და მის მიერ რეალიზებული პროდუქციის ეტიკეტების შექმნაში მონაწილეობა და მათი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის კონტროლი;
** კომპანიის ეტიკეტების საექსპორტო ქვეყნის წარმომადგენელთან შეთანხმება და მიღებული მითითების და მოთხოვნების შესრულების კონტროლი;
** ეტიკეტის შინაარსობრივი და ვიზუალური მხარეების კონტროლი;
** კომპანიების სერტიფიცირებისთვის მომზადების პროცესში მონაწილეობა;
** კომპანიის შიდა და გარე აუდიტის პროცესში მონაწილეობა;
** მომხმარებლის საჩივრების მიღება და მათი მოკვლევის კონტროლი და ზედამხედველობა;
** ხარისხის მართვის ახალი დოკუმენტ (ებ)ის შექმნის პროცესში მონაწილეობა;
** ხარისხის მართვის არსებულ დოკუმენტებში ცვლილებების შეტანისა და რეგისტრაციის პროცესში მონაწილეობა;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან არასრული უმაღლესი განათლება;
** კვების ტექნოლოგიების მიმართულებით განათლება (ჩაითვლება უპირატესად);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად);
** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა (გერმანულის ან რუსულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად);
** MS Excel.
უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ახალი ცოდნის სწრაფად ათვისების უნარი;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის კარგი უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30 ნოემბერი, 2024 წ.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელფოსტაზე: vacancy@nabeghlavi.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|