დასახელება:
ელექტრიკოსი
|
მომწოდებელი:
წყალი მარგებელი
|
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
|
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".
ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სს "წყალი მარგებელი" აცხადებს ვაკანსიას გურიაში ქარხნის ელექტრიკოსის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: გურია, ჩოხატაური, სოფ. ნაბეღლავი
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება
დამატებითი სარგებელი: ტრანსპორტირება, კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა
ძირითადი მოვალეობები:
** დანადგარების ავარიული ხარვეზების არსებობის შემთხვევაში მათი დროული დიაგნოსტირება და შესაბამისი სამუშაოების შესრულება;
** ტექნიკური სამსახურის სხვა ჯგუფების მიერ გეგმური და საავარიო სამუშაოების შესრულებისას მათი მხარდაჭერა;
** ქარხნის ელექტრული სისტემების (გენერატორები, ელექტრო გამანაწილებელი ოთახი, მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორები, გათბობა-გაგრილების სისტემები, განათების სისტემები, ჩამომსხმელი დარბაზისა და სიროფის ოთახის დანადგარები) ოპერირება - ხარვეზების დიაგნოსტირება და მათი დროული მოგვარება;
** დაზიანებული დეტალების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ელექტრო მექანიკის განყოფილების ხელმძღვანელისათვის;
** შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** ავტომატიკისა და ელექტრობის ცოდნა.
უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული;
** პრობლემის აღმოჩენასა და მოგვარებაზე ორიენტირებული.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელფოსტაზე: vacancy@nabeghlavi.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|