Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი - ხობი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: სოკარი - შპს შავი ზღვის ტერმინალი
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
"სოკარი" - შპს "შავი ზღვის ტერმინალი" (ყულევის ტერმინალი) აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ხობი, ყულევი, საქართველო.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების კარგ შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან მუშაობას;
** ცოდნისა და გამოცდილების სრულფასოვანი რეალიზების პერსპექტივას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: ტექნიკური/უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება: საწყობის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ზეპირი და წერილობითი ინსტრუქციების სწორად აღქმის, გაცემისა და შესრულების უნარი;
** გუნდის მოტივირებისა და მართვის უნარები;
** კარგი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები: MS Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა, სპეციალიზებული პროგრამა SAP (საწყობის მიმართულებით) ცოდნა;
** ენების ცოდნა: ქართული, ინგლისური და რუსული ენების გამართულად ფლობა.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში საქონლის მიღება, განთავსება და გაცემა.
** საწყობის აღრიცხვიანობის წარმოება, არსებული მარაგების სისტემატური კონტროლი. შესყიდვებისა და მარაგების სტატუსის მონიტორინგი.
** პროგრამული აღრიცხვის სისტემების გამოყენება მარაგების მართვისთვის.
** სასაწყობო დოკუმენტაციის წარმოება.
** საწყობში უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
** ტვირთის მიღება-გაგზავნის პროცესების კოორდინაცია.
** ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება
** შესაბამის კომპიუტერულ პროგრამაში მონაცემთა ასახვა და ოპერაციების შესრულება.
** საწყობის გუნდის მუშაობის ორგანიზება და შედეგებზე პასუხისმგებლობა.

ანაზღაურება და დამატებითი პირობები:

** ყოველთვიური ხელფასი (ოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით);
** სამუშაო პერიოდი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო.); - დასვენებისა და უქმე დღეების გარდა,
** უფასო კვება;
** კორპორატიული სატელეფონო მომსახურება;
** კორპორატიული ტრანსპორტით მომსახურება (ხობი, სენაკი, ფოთი, ბათუმი);
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან/და საოჯახო) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, წარმოადგინოთ საბუთები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dmamaladze@bst.socar.az; d.bagaturia@bst.socar.az

ტელ: 577 95 87 41; 0 322 24 38 38.

** CV ფოტოსურათით (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
** დიპლომის ასლი;
** ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);

დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადა - 30.11.2024

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "შავი ზღვის ტერმინალმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე