Робота для біженців з України
რეგისტრატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგისტრატორი
მომწოდებელი: სამედიცინო ლაბორატორია სინევო
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
ევროპული სამედიცინო ლაბორატორიების ქსელი "სინევო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის თანამდებობაზე ქ. ბათუმში, გრიბოედოვის ქ N5.

სამუშაო საათები:

** ორშაბათი-პარასკევი: 08:30-17:00
** შაბათი - 09:00-14:00
** კვირა - დასვენების დღე

სინევოში თქვენ დაგხვდებათ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass
** თიმბილდინგი
** მზარდი შრომითი ანაზღაურება
** ჯანსაღი სამუშაო გარემო

ძირითადი მოვალეობები: პაციენტების ვიზიტის გაფორმება და სამედიცინო პროგრამაში დარეგისტრირება

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია სამედიცინო განათლება
** მომსახურების სტანდარტების ცოდნა
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა
** დისციპლინირებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა

დაინტერესებულ პირებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე, vacancy@synevo.ge და k.burnadze@synevo.ge. გთხოვთ სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

"სინევოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სინევოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

"სინევო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე