Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=597507&print=yes&view=jobs
 
ადმინისტრაციული ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული ოფიცერი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი / ბოლო ვადა: 24 ნოემბერი
სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ოფიცრის პოზიციაზე, ადმინისტრაციულ განყოფილებაში.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 66ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)

ძირითადი მოვალეობები:

** შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის და დოკუმენტაციის მართვა-ადმინისტრირება;
** საფოსტო-საკურიერო სამსახურთან ურთიერთობა და გზავნილების ადმინისტრირება;
** განყოფილებების მიერ მომზადებული წერილების აღრიცხვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (მითერი, ადმინისტრატორი, ოფის მენეჯერი);
** აუცილებელია ინგლისური (წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი) ენის მაღალ დონეზე და რუსული (ვერბალური კომუნიკაციის უნარი) ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების, მათ შორის Excel-ის ბაზისური ფორმულების ცოდნა და მათში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.

აუცილებელი უნარები:

** კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევის უნარი;
** კეთილგანწყობილება და თავაზიანობა;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2024 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება "ადმინისტრაციული ოფიცერი".

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია