დასახელება:
მეპიცე
|
მომწოდებელი:
აი სი არ ფუუდ ენდ ბევერეჯ
|
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
|
შ.პ.ს. "აი სი არ ფუუდ ენდ ბევერეჯ" - პომოდორისიმო აცხადებს ვაკანსიას მეპიცის პოზიციაზე.
ანგარიშვალდებულია: შეფ-მზარეულის, სუ-შეფის და რესტორნის მენეჯერის წინაშე
"აი სი არ ჯგუფი" ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს. "აი სი არ ჯგუფი" წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს.
"აი სი არ ფუუდ ენდ ბევერუჯ"-ი წარმოდგენილია ისეთი კვების ობიექტებით, როგორებიცაა "ტაბლა", "ტაბლა დიასახლისი", პიცერია და სტეიკჰაუსი "პომოდორისიმო" და "აი სი არ ქეითერინგი" - ღონისძიებების ორგანიზატორი კვების მიმართულებით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მინდობილი კერძების მომზადების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;
** რესტორნის სამზარეულოში დადგენილი პროცედურების დაცვა კომპეტენციის ფარგლებში;
** პიცის დადგენილ ვადაში და დადგენილი ფორმით მომზადება;
** მომზადებული კალკულაციების დაცვა;
** შეფ მზარეულთან და სუშეფთან კომუნიკაცია მომავალი დღის/დღეების მომარაგების ეფექტიანად დაგეგმვის მიზნით;
** რესტორნის მატერიალური და არამატერიალური აქტივის დაცვა კომპეტენციის ფარგლებში;
** რესტორნის სამზარეულოში ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** რესტორნის სამზარეულოს სასაქონლო მარაგების ეფექტიანი გამოყენება.
** ასრულებს შეფ მზარეულისა და სუშეფის სხვადასხვა დავალებებს.
გამოცდილება, უნარები და კვალიფიკაცია:
** სასურველია გამოცდილება მეპიცის პოზიციაზე.
** საშუალო ან პროფესიული განათლება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
სამუშაო პირობები: კვირაში 6 სამუშაო დღე, კვირაში 40 საათი
გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას;
** ფიტპასი;
** ტრანსპორტირება;
** კვება;
** ოფიციალურ დასვენების დღეებზე ორმაგი ანაზღაურება;
საკონტაქტო ელფოსტა: vacancyf.b@icr.ge
|
|
|
|