Робота для біженців з України
სამეურნეო სამსახურის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამეურნეო სამსახურის სპეციალისტი
მომწოდებელი: ლიდერმედი
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი / ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
კლინიკა "ლიდერმედი" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოხუას 21
სამუშო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 09:30-დან 17:30-მდე
საჭიროებისას შაბათს - 09:30-დან 15:30-მდე

ძირითადი მოვალეობები:

** კლინიკაში ვენტილაციის, გათბობის, ელექტროობისა და სანტექნიკის მეთვალყურეობა და პრობლემების აღმოფხვრაზე ზრუნვა;
** კლინიკაში არსებულ სხვა ტექნიკურ და სადურგლო საკითხებში ჩართულობა და აღმოფხვრა კომპეტენციიდან გამომდინარე;
** კლინიკაში საქონლის მიღება და განლაგება;
** კლინიკაში არსებული ჟანგბადის ბალონების უსაფრთხო გადაადგილებაში მონაწილეობის მიღება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიღებული სხვა დავალებების შესრულება;

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 29 ნოემბერი, 2024 წ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@leadermed.ge. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება -"სამეურნეო სამსახურის სპეციალისტი".

კლინიკა "ლიდერმედი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე