Робота для біженців з України
HVAC ინჟინერი/პროექტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HVAC ინჟინერი/პროექტანტი
მომწოდებელი: სთათიკ ლინკ
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
"სთათიქ ლინკი" აცხადებს ვაკანსიას HVAC ინჟინერი/პროექტანტის პოზიციაზე.

"სთათიქ ლინკ" დაარსდა 2019 წელს. კომპანია ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე სპეციალიზებულია საინჟინრო სისტემების პროექტირების, მონტაჟისა და შემდგომი სერვისების მიმართულებით.

ჩვენი ძირითადი მიმართულებებია:

** HVAC (გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია);
** წყალმომარაგება-წყალარინება (Plumbing);
** სანიაღვრე, ხანძარქრობის, სახანძრო ვენტილაციის სისტემები; ელექტროობა და სუსტი დენები.

რას გთავაზობთ:

** ანაზღაურება: 2000 ლარიდან (დამოკიდებულია გამოცდილებასა გასაუბრების შედეგებზე).
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი 205
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00 (1 საათი შესვენება)

რა ბენეფიტებს მიიღებთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორაციული ნომერი
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა
** პროფესიული ზრდაზე ორიენტირებული პოზიტიური სამუშაო გარემო
** სასწავლო და კარიერული განვითარების პროგრამები

რისი გაკეთება მოგიწევთ:

** HVAC მიმართულებით გადაწყვეტილებების მოფიქრება და პროექტის მომზადება.
** მიღებული არქიტექტურული ნახაზის გარჩევა.
** პოტენციურ მომხმარებლებთან ურთიერთობისას პროდუქტის შეთავაზების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.
** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა ტექნიკური მიმართულებით.
** HVAC სისტემების საპროექტო ნახაზის შედგენა, ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა, კომპონენტების სრული სიის მომზადება და პროექტის სავარაუდო ბიუჯეტის დადგენა.
** საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტილების მოსამზადებლად ობიექტის შესწავლა ინჟინერ-ინსტალატორების გუნდთან ერთად.
** პროექტში ცვლილებების შეტანა და პროექტის მიმდინარეობის კონტროლი.
** HVAC სისტემებში გამოყენებული სხვადასხვა მწარმოებლების პროდუქციის მახასიათებლების და ფუნქციების შესწავლა და სიახლეების შესახებ ცოდნის მუდმივი განახლება.
** HVAC-ის ბაზრის შესწავლა და ანალიზი.
** ხელმძღვანელის ინფორმირება განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
** პროექტის გეგმის შემუშავება, კალენდარული გეგმა-გრაფიკის, ცოცხალი ძალის, მასალების და აღჭურვილობის მოთხოვნების განსაზღვრა.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ:

** სასურველია ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი საინჟინრო ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით.
** სასურველია მსგავს პოზიციაზე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** AutoCAD-ის ცოდნა (Eplan-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** მონაცემთა დამუშავების და ვიზუალიზაციის პროგრამების ცოდნა

გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია განაცხადის შევსება: https://forms.gle/gdUTzKohJkFyqRTT7

განაცხადის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე