Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=597445&print=yes&view=jobs
 
სახანძრო უსაფრთხოების სისტემების ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სახანძრო უსაფრთხოების სისტემების ინჟინერი
მომწოდებელი: ნეოტექი
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
კომპანია "ნეოტექი" - უსაფრთხოების სისტემების ლიდერი კომპანია.
2005 წლიდან ჩვენ ვქმნით უსაფრთხოების სისტემების "თანამედროვე გადაწყვეტილებას".

ჩვენი მისიაა, თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით წვლილი შევიტანოთ უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნაში. ჩვენ ვქმნით კომპეტენტურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

კომპანია ნეოტექი აცხადებს ვაკანსიას:

სახანძრო უსაფრთხოების სისტემების ინჟინერი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება სრული/ არასრული;
** სახანძრო უსაფრთხოების სისტემების დაგეგმარება, ანალიზის, განფასების მიმართულებით გამოცდილება;
** საკანონმდებლო და შესრულებული პროექტის შესაბამისობის ანალიზის უნარი;
** შემოსული პროექტის ნახაზის შედგენის უნარი;
** სამონტაჟო ჯგუფთან კოორდინაცია და დეტალური ტექნიკური მახასიათებლების წარდგენა და მიწოდება;
** სახანძრო სისტემების პროდუქციის ცოდნა;
** პროექტის ვადების ზუსტი განსაზღვრა და დამკვეთთან მიწოდება;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მუშაობის ჩაითვლება უპირატესად;

ფუნქცია-მოვალეობა:

** შემოსული მომართვიანობის დამუშავება;
** მომხმარებელთა საჭიროების დადგენა, ტექნიკური დავალების შემუშავება, ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
** სამონტაჟო ჯგუფთან უწყვეტი კომუნიკაცია დაგეგმილი სამუშაოს ეფექტურად შესრულების მიზნობრიობით;
** კლიენტთან უშუალო კომუნიკაცია და დაგეგმილი სამუშაო პროცესის შესახებ ინფორმირება,
** მოლაპარაკების წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში არსებული ტექნიკური დავალების ცვლილება კლიენტზე მორგებული მოთხოვნის შესაბამისად.
** ყოველდღიური ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;

პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** დაგეგმარების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** განვითარებაზე ორიენტაცია;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: hr@neotech.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ: უსაფრთხოების სისტემების ინჟინერი".

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

კომპანია ნეოტექი გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია