დასახელება:
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
eMoney
|
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
|
კომპანია "eMoney" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. თუ ხართ ენერგიული, კომუნიკაბელური და გაქვთ მომხმარებელთა მომსახურების გამოცდილება, გეპატიჟებით ჩვენს გუნდში.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებელთა ზარების, ჩათის და ელ.ფოსტის შეტყობინებების მიღება და დამუშავება;
** მომხმარებელთა ინფორმაციის მიწოდება კომპანიის პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ;
** პრობლემების დაფიქსირება და შესაბამისი მხარდაჭერის გაწევა;
** სხვადასხვა დეპარტამენტებისგან მიღებული დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამები: MS Office, MS Excel სამუშაო დონეზე ცოდნა;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (აუცილებელი მოთხოვნა);
პიროვნული მახასიათებლები:
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 19:00 (ოფიციალურ უქმე დღეებში დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, დამატებითი ანაზღაურებით)
ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** სტაბილურ ანაზღაურებას.
აპლიკაციის მიღება:
ამ პოზიციით დაინტერესებულ აპლიკანტებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება მოთხოვნებს, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ CV ინგლისურ ან ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: hr@emoney.ge.
გთხოვთ, თქვენი ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ სს "იმანი-ჯორჯია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
|
|
|
|