Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=597441&print=yes&view=jobs
 
ტენდერი საჭირო ტექნიკა-ინვენტარზე - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი საჭირო ტექნიკა-ინვენტარზე
მომწოდებელი: იმერეთის განვითარების ცენტრი
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი / ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
თანდართული ფაილი: 597441_app_form_4279899.zip
"იმერეთის განვითარების ცენტრი" აცხადებს ტენდერს: ბენეფიციართა ეკონომიკური საქმიანობისთვის საჭირო ტექნიკა-ინვენტარი

2024 წლის 01 ივლისს ქ. ქუთაისის თვითმმართველობის მერიასა და ააიპ "იმერეთის განვითარების ცენტრს" შორის გაფორმდა ურთიერთ შეთანხმების მემორანდუმი. აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე, იმერეთის განვითარების ცენტრი "ბავშვიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერების ქვეპროგრამის" ფარგლებში ახორციელებს პროექტს "ღირსეული გარემო ოჯახებისთვის მათი სასიცოცხლო უნარების და ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარების გზით". აღნიშნული პროექტის მიზანია ბავშვიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერება. ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტივობას წარმოადგენს პროექტში ჩართული ბენეფიციარების პროფესიული გადამზადება და საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი ტექნიკა-ინვენტარით აღჭურვა. ამ მიზნით იმერეთის განვითარების ცენტრი აცხადებს ტენდერს შემდეგ ტექნიკა-ინვენტარზე (გთხოვთ იხილოთ დანართები).

წარმოსადგენი სატენდერო დოკუმენტაცია:

** ტექნიკისა და ინვენტარის ფასის შემოთავაზების შევსებული ფორმა (ხელმოწერილი და ბეჭედდასმული);
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);

საბუთები უნდა იყოს წარმოდგენილი ელექტრონულად ქვემოთ მოცემულ მისამართზე არაუგვიანეს 2024 წლის 21 ნოემბრისა.

ააიპ იმერეთის განვითარების ცენტრის ფინანსური, ადმინისტრაციული და HR ოფიცერი დავით ცირეკიძე
მის: ქ. ქუთაისი, 26 მაისის ქ. #39
ელ. ფოსტა: davit_tsirekidze@consultant.wvi.org
ტელ: 593 761 341

ასევე შეგიძლიათ დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდეთ:

ააიპ იმერეთის განვითარების ცენტრის დასაქმების სპეციალისტი, მირანდა მანაგაძე
მის: ქ. ქუთაისი, 26 მაისის ქ. #39
ელ. ფოსტა: managadzemiranda@gmail.com
ტელ: 598 184 520

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადა: 21 ნოემბერი 2024.
ტენდერის გამარჯვებულის გამოვლენა: 22 ნოემბერი 2024.

საქონლის მოწოდების ვადა: 27 ნოემბერი 2024.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია